LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონულმა Jaguar I-Pace–მა ბრიტანეთის ყველაზე მაღალმთიანი გზა დალაშქრა

42
jaguarnews45

კომპანია Jaguar–მა გადაწყვიტა, რომ ელექტრონული კროსოვერი I-Pace–ის შესაძლებლობები უჩვეულო მეთოდით დაემტკიცებინა. ელექტროქარი დიდი ბრიტანეთის ყველაზე მაღალმთიანი გზისკენ გაუშვეს. მოდელს ერთი დამუხტვით 8 848 მეტრი უნდა გაევლო.

ცნობილი გზა „გრეით დან ფელი“ ყველაზე მეტად ველოსიპედისტებისთვისაა ცნობილი. უამრავი აღმართის და მოსახვევის გამო რომელიც საერთო ჯამში 8 848 მეტრს მოიცავს და ასევე ტემპერატურის ცვლილების გამო ბრიტანელები ამ გზას „ევერესტინგსაც“ უწოდებენ.

Jaguar I-Pace–ის შესაძლებლობების დატესტვა თავის თავზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ველოსპორტში მსოფლიო ჩემპიონმა ელინორ ბარკერმა აიღო. სპორტსმენმა 5 800 მეტრის მანძილზე 16 აღმართი გაიარა. დაბლა ჩამოსვლის დროს კი ელემენტის აღდგენის ფუნქცია გამოიყენა, რისი საშუალებითაც ელემენტმა დამატებით 60% ენერგია მიიღო. 200 კილომეტრიანი მანძილის გავლის შემდეგ ელექტროქარს ენერგიის 31% ქონდა დარჩენილი. ეს კი სრულებით საკმარისია კიდევ 128 კილომეტრის გასავლელად.

დამატებით ეფექტურობას უზრუნველყოფდა სისტემა Smart Climate, რომელიც უსაფრთხოების ღვედში არსებულ გადამცემებს იყენებს და სალონის იმ ნაწილს აგრილებს ან ათბობს, სადაც მძღოლი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g