1 ივლისს, Prime Video-ზე ახალი სერიალის – Elle პრემიერა შედგება. სატელევიზიო შოუ 2001 წლის ფილმის – ,,ქერათმიანი ადვოკატი” პრიკველია და ფოკუსირებულია კინოსურათის მთავარი გმირის, ელ ვუდსის ადრეულ პერიოდზე.
სერიალში მოქმედება 1995 წელს ვითარდება და მასში მთავარ როლს, ლექსი მინეტრი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად რიზ უიზერსპუნია, რომელმაც ელ ვუდსი ორიგინალურ ფილმში და მის 2003 წლის გაგრძელებაში განასახიერა.
როგორც ცნობილია, სერიალი უკვე გახანგრძლივდა მეორე სეზონით.