LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმის ,,ქერათმიანი ადვოკატი” მთავარ როლზე ბრიტნი სპირსი განიხილებოდა

119
Untitled

2001 წლის ფილმის ,,ქერათმიანი ადვოკატი” მთავარ როლზე ბრიტნი სპირსის კანდიდატურა განიხილებოდა. ამის შესახებ კინოსურათის თანასცენარისტმა, კივი სმიტმა განაცხადა. ის გამოტყდა, რომ თავდაპირველად ელი ვუდსის პერსონაჟად, პოპის პრინცესას მოიაზრებდნენ, თუმცა საბოლოოდ, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევანი რიზ უიზერსპუნზე გაკეთდა.

აღსანიშნავია, რომ ,,ქერათმიანი ადვოკატის” განსახიერებისთვის, უიზერსპუნი ,,ოქროს გლობუსზე” ნომინაციაზე – ,,ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — კომედია ან მიუზიკლი” იყო წარდგენილი.

ინფორმაციისთვის, Legally Blonde, რომელმაც ასევე მიიღო ,,ოქროს გლობუსის” ,,საუკეთესო მხატვრული ფილმი — კომედია ან მიუზიკლი” ნომინაცია, ამანდა ბრაუნის ამავე სახელწოდების ნოველის ეკრანიზაციაა, რომელიც რობერტ ლუკეტიკის სადებიუტო რეჟისორობით გამოვიდა და მილიონობით მაყურებლის გული მოიგო. 2003 წელს მისი სიქუელი გადაიღეს. კინოსურათი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კომედიად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები