LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსპუნმა 22 წლის ვაჟი გამოაჩინა და ყველა გააოგნა – დიკონ ფილიპი მამის ასლია

163
page

რიზ უიზერსპუნი საზოგადოებაში 22 წლის ვაჟთან, დიკონ ფილიპთან ერთად გამოჩნდა. მსახიობის ვაჟი მისი ყოფილი მეუღლის, მსახიობ, რაიან ფილიპის შვილია.

დედა-შვილი ნიუ-იორკში საკულტო ფილმის, „ქერათმიანი ადვოკატის“ „პრიქველის“ სერიალის, „ელის“ პრემიერას დაესწრო.

,,ელი” – ახალი სერიალი რიზ უიზერსპუნის საკულტო პერსონაჟის, ელ ვუდსის შესახებ

50 წლის რიზ უიზერსპუნმა, რომელიც ახალი პროექტის პროდიუსერია, წითელ ხალიჩაზე ვარდისფერი კაბა მოირგო, ეს ფერი მისი ცნობილი პერსონაჟის, ელ ვუდსის განუყოფელ სტილად ითვლება.

დიკონ ფილიპმა კი ღონისძიებაზე მამის ახალგაზრდობის დროინდელი იმიჯი გაიმეორა. მან პრაქტიკულად ზუსტად აღადგინა რაიან ფილიპის „ლუქი“, რომლითაც მსახიობი 2001 წელს, „ქერათმიანი ადვოკატის“ პირველი ნაწილის პრემიერაზე გამოჩნდა.

ცნობისთვის, რიზ უიზერსპუნი და რაიან ფილიპი 1999 წელს დაქორწინდნენ. იმავე წელს მათ ქალიშვილი, ავა შეეძინათ, ხოლო 2003 წელს ვაჟი, დიკონი. ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.

2011 წელს უიზერსპუნმა ტალანტების აგენტ ჯიმ ტოტზე იქორწინა. ერთი წლის შემდეგ მათ ვაჟი, ტენესი, შეეძინათ. თუმცა 2023 წელს წყვილმა ოფიციალურად განაცხადა, რომ განქორწინებას აპირებდა.

ამჟამად რიზი გერმანელ ფინანსისტს, ოლივერ ჰარმანს ხვდება.

49 წლის რიზ უიზერსპუნი შეყვარებულია – მსახიობის ვნებები სენ- ტროპეს სანაპიროზე

„ბედნიერი ვარ, წარგიდგინოთ ახალი ელ ვუდსი, დიდი ძებნის შემდეგ, ჩვენ ჩვენი ელი ვიპოვეთ” – რიზ უიზერსფუნმა ახალი „ქერათმიანი ლამაზმანი“ წარადგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები