LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიავას დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალს ჩამოაწერენ – თბილისის მერია

200

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე უცნობია და  ბრალდებები, რომ თითქოს სახანძრო ეკიპაჟები გვიან გავიდნენ ადგილზე, არ ჰქონდათ წყალი, ან შეგნებულად არ აქრობდნენ ხანძარს, სიცრუეა, ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიდრე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, “გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები ყოვლად გაუმართლებელი და მიუღებელია” :

“გვსურს მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვაჭრეების ემოციური ფონი და დამდგარი მძიმე შედეგები პოლიტიკური მიზნებისთვის  არ გამოიყენონ.

რაც შეეხება დაზიანებულ საქონელს, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ზარალს ჩამოაწერენ. შესაბამისი სამუშაოები დილიდან დაიწყება.

ხანძრის გაჩენის შემდეგ სულ ოთხი ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, დაშავებულებს შორის ერთ-ერთი მეხანძრეა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

mazda magti 5g