ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მტკვარში გადახტა. წინასწარი ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა. როგორც „ფორტუნას „ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მამაკაცის გამოყვანა მაშველებმა დროულად შეძლეს და ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.