ამერიკული Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგის მიხედვით, ქალებს შორის საცალო გაყიდვების გიგანტის Walmart-ის დამფუძნებლის სემ უოლტონის ქალიშვილი დაწინაურდა.
რეიტინგში მე-18 პოზიციაზე მყოფი Crystal Bridges Museum of American Art-ის დამფუძნებლისა და მმართველის, 74 წლის ელის უოლტონის ქონება ამჟამად 89.3 მილიარდი აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ელისი მცირედით ჩამორჩება ძმებს – ჯიმ და რობ უოლტონები მე-15 და მე-16 ადგილებზე არიან.
ელის უოლტონი, ძმებისგან განსხვავებით, ნაკლებადაა ჩართული Walmart-ის ყოველდღიურ საქმიანობაში. მას უფრო მეტად სამუზეუმო და საქველმოქმედო საქმიანობა იტაცებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში მან საოჯახო საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის თითქმის 6 მილიარდი აშშ დოალრი გაიღო.
რაც შეეხება კაცებს შორის მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანს, იგი კვლავ ილონ მასკია. მისი ქონება ამჟამად 246.7 მილიარდი აშშ დოლარია.