LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაბედ II-ის ერთ-ერთი მცველი დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვისათვის დააპატიმრეს

156
31405242-0-image-a-3-1596186120093

ბრიტანეთის არმიამ უკვე დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფლის დაცვის წევრი დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვისათვის დააპატიმრეს. ჯარისკაცი ყაზარმაში, საკუთარ აბაზანაში ცხრა შეკვრა ნარკოტიკს ინახავდა. ხუთ მათგანში კოკაინი, ხოლო ოთხში კეტამინი აღმოჩნდა.  დაპატიმრებული სამხედრო ბრიტანეთის არმიის უძველესი პოლკის, ქოლდსთრიმის წევრია, რომელიც ელისაბედ II-ს იცავს. პოლკი ჯერ კიდევ ინგლისის სამოქალაქო ომის დროს შეიქმნა, როდესაც ოლივერ კრომველმა პოლკოვნიკ ჯონ მონკს მისი ჩამოყალიბების ნებართვა მისცა. დედოფლის დაცვის გარდა, ქოლდსთრიმის პოლკს სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც აქვს. მისი წევრები სამეფო სასახლეებს იცავენ, მათ შორის ბუკინგემს და უინძორების სასახლეს.

ჯარისკაცი სამშაბათს დააპატიმრეს და გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერეს. არმიის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების დასრულებამდე აღნიშნულ თემაზე კომენტარი აღარ გაკეთდება.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g