LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

76

ალექსანდრე ელისაშვილს დღეს 14 საათზე პროკურატურაში დაკითვაზე ელოდებიან, ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„მუშაობს ჩვენი პროკურატურა – თვალთვალისა და მოსმენის შესახებ ჩემს სტატუსსა და კომენტარზე ხვალ, 2 საათზე დამიბარეს მთავარ პროკურატურაში. დეტალებს მათ მოვახსენებ. მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის,“ – წერს ელისაშვილი.

მანამდე კი დეპუტატმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას უთვალთვალებენ.

“ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების გაორმაგებულ მოსმენაზე რომაა გადასული სჯობს რეალური საფრთხეების კონტროლით და პრევენციით დაკავდეს. შემთხვევითი ხალხია ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურების მენეჯმენტში, მარტო პრემიების საკუთარი თავისთვის გამოწერა, ოპოზიციონერების თვალთვალი და ღლაბუცი რომ ეხერხებათ ისეთები. იმაზე გაცილებით მეტი ვიცი რასაც ვწერ, მაგრამ არ დავწერ მეტს – არ მინდა ვავნო საკუთარ სახელმწიფოს, მაგრამ იმას კი გეტყვით რომ ჩემი მუდმივი თვალთვალის ნაცვლად ვისაც საჭიროა იმას მიაქციეთ ყურადღება, თორემ რამე რომ მოხდეს ვიცი თქვენ წითელ ხიდზე ურიგოდ გასვლაში 10 ათასებს გადაიხდით და ისევ ჩვენ, დანარჩენები უნდა დავრჩეთ ამათთან პირისპირ. ასე რომ რეალური საქმით დაკავდით ბიძიკო მანდ, სუს-ში და ჩემზე პირადად თუ რამე გაინტერესებთ მოვალ და მოგიყვებით, ტყუილად ნუ ხარჯავთ დროს, ენერგიას და რესურსებს. არაფერი არ მაქვს მე დასამალი და არც ნატამალ ცუდს არ ვუმზადებ საკუთარ ქვეყანას. ვისაც ეხება ეს მიხვდება რასაც ვამბობ”, – აცხადებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი.

პოპულალურები