LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი – კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა პოსტებს რომ წერთ, არ იცოდით, ფული როგორ იშოვა მაგ გარეწარმა? იცოდით და იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი

308
ფორტუნა - 2023-04-14T211107.876

კეზერაშვილისგან დაფინანსებული „ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა პოსტებს რომ წერთ, არ იცოდით, ფული როგორ იშოვა მაგ გარეწარმა? იცოდით და იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.

ელისაშვილმა აღნიშნულის შესახებ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.

კეზერაშვილზე გასული ფილმის შემდეგ მისგან დაფინანსებული „აი, ჯაან შვეჩკები“ აბდაუბდა და გრძელ პოსტებს რომ წერთ, თქვენ მინდა, გკითხოთ, მანამდე ჯარს რომ ფული მოპარა მაგ ჯიგარმა, არ იცოდით? ან, ზოგადად, არ იცოდით, მაგ გარეწარმა ფული როგორ იშოვა? ბიზნესებს რომ ახევდა ხალხს, არ გსმენიათ? უიმე, ევროპელი პენსიონერების ბედით შეწუხდით ხომ? ძაანაც კარგად იცოდით და მშვენივრადაც იღებდით ნაქურდალ ხელფასებს, მაგრამ „ჯაან შვეჩკებს“ „ბიბისიმ“ გამოგისვათ ცელი. რამე ჯაგა ტელევიზია მაინც ყოფილიყო. ასე რომ, ქურდისა და გარეწარის ნაძარცვი ფულით გამაძღრებმა ჭკუა ასწავლეთ ბებიათქვენებს და კეზერას, თუ გაუბედავთ კიდევ“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

ამავე თემაზე:

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g