LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: „ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები.. მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო“

198
ფორტუნა - 2023-04-12T161152.780

„ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა“ და „ახსნას“ ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რითაც BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო სტატიას ეხმაურება.

როგორც მელია აცხადებს, გამარჯვებას სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა „დავალებიდან“ გამომდინარე.

„ადამიანი არაა დამნაშავე, სანამ არ დაადგენს სასამართლო. ეს უდანაშაულობის პრეზუმფციის ანბანია. ბრიტანეთის სასამართლო არაა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ჭეშმარიტება არ დაადგინოს, თუმცა არც BBC არის PosTV.

მოკლე კომენტარს გავაკეთებ BBC-ზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით, ვრცლად მოგვიანებით.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი რეპორტაჟი გაკეთდა ბიძინა ივანიშვილზე, რა იქნებოდა იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც დღეს „გამოსავალს“, „ახსნასა“ და „განმარტებას“ ეძებენ.. შედიან დეტალებში, როდესაც პრობლემა არა დეტალებში, არამედ არსშია.

მე დავით კეზერაშვილს ვურჩიე, რომ მისი პოლიტიკიდან შორს ყოფნა, კარგი იყო როგორც მისთვის, ისე ქვეყნის მომავლისთვის, ქვეყანაში ავტოკრატიის დემოკრატიით შეცვლისათვის. ახლა კი ვურჩევ მათ, ვინც „გამოსავალსა“ და „ახსნას“ ეძებს: მონსტრთან ბრძოლაში, მონსტრს არ უნდა დაემსგავსო. ორმაგი სტანდარტებით მორალური უპირატესობა არ მოიპოვება.

ამ ქვეყანაში აუცილებლად გაიმარჯვებს ღირსება და სიმართლე, ამ გამარჯვებას კი სჭირდება მართალი ხალხი, რომელიც სიტუაციას აფასებს ფაქტობრივი მოცემულობიდან და არა „დავალებიდან“ გამომდინარე.

თუ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ვთხოვთ, ან ვთხოვდით ჰქონოდათ სწორი რეაქცია და ამოსავალი წერტილი ყოფილიყო სწორი და არა „მოსახერხებელი“ პოზიცია, ამ შემთხვევაში იმავეს ვისურვებდი ნებისმიერისაგან, ჰქონდეთ ისეთივე რეაქცია, როგორიც ექნებოდათ, ეს რეპორტაჟი, რომ ნებისმიერ სხვას შეხებოდა“, – წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, BBC-მ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, რომლის სათაურია „მილიარდ დოლარიანი თაღლითები, რომლებიც მოიპარავენ ცხოვრების განმავლობაში შექმნილ დანაზოგს“.

ამავე თემაზე:

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, დავით კეზერაშვილს იფარებს ევროპა და ვხედავთ, რომ იქიდან გეგმავს არეულობას ქვეყანაში, იმედი მაქვს, საქართველოს გადმოეცემა

ბეჟაშვილი BBC-ის სტატიაზე: „ეჭვი მაქვს, ეს თემა შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი კენიაში, მოსამართლეთა სანქცირება..“

ელისაშვილი: „აქ იყო და ჯარი გაძარცვა, იქაა და უცხოელი პენსიონერები გაატყავა, ამ ამაზრზენ ტიპს უძვრება ნახევარი ოპოზიცია.. არსად დაგეკარგოთ ეგ კეზერაშვილი“

ზარქუა: „მივმართავ ქალბატონ დეგნანს, დაასანქცირეთ დავით კეზერაშვილი – ქალბატონო ფოტიგა, რაისა თუ რასა, კუბილიუს ბატონო, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ მონაწილე ხართ ამ სქემის?!“

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g