LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი: ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს.. ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატო არ იჭერენ?

406
Untitled design (8)

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის დაპატიმრებას ეხმიანება.

ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა

ამის შესახებ ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას დაჭერა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა:

“ნიკა გვარამიას დაჭერა ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. ნერვებს უშლიდათ და დაიჭირეს. რასაც გვარამიას ედავებიან ყოველი მეორე ჩინოვნიკი იმას აკეთებს. ლამის ყველა ჩინოვნიკი თავის გემოზე, საკუთარი ოჯახის ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფო მანქანებს. მაგათ რატო არ იჭერენ?” – წერს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ გამოცხადებული განაჩენით, გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

თავს ძალიან მხნედ გრძნობს, მისი ერთადერთი საწუხარი პატარა შვილებია – ლევან სამუშიამ ნიკა გვარამია მოინახულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები