LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელისაშვილი რიჟვაძეს მიმართავს: „ყველა ნაომარ ბიჭს ბოდიში უნდა მოუხადოს! ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი?“

490
Untitled design (3)

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებას, რომელმაც 2008 წლის ომს „ლაჩრულად წაგებული“ უწოდა.

ალეკო ელისაშვილი წერს, რომ თორნიკე რიჟვაძემ დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში:

„რიჟვაძეა თუ ვიღაცაა, უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008-ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს!

დაუყოვნებლივ უნდა გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს ყეყეჩური სიტყვების გამო. ანწუხელიძეა ბიჭო შენი ლაჩარი, ჰა? შენ სად იყავი ომის დროს, შე მართლა თანამდებობაზე გაბღენძილო ლაჩარო“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

 

 

რიჟვაძეა თუ ვიღაცაა უნდა გამოვიდეს და ბოდიში უნდა მოუხადოს 2008 ში დაღუპულთა ოჯახებს და ყველა ნაომარ ბიჭს! დაუყოვნებლივ…

Posted by ალექსანდრე ელისაშვილი / Alexander Elisashvili on პარასკევი, 16 ივნისი, 2023

 

ცნობისათვის, გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც თორნიკე რიჟვაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა, ხმაური იყო.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა სხდომაზე აჭარაში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების საკითხი გააპროტესტა, რაზედაც თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა: „იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც 2008 წელს ლაჩრულად წაგებული ომის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მწვანე აუნთო უვიზო რეჟიმს, ყვავილებითა და ქართული ღვინით ხელში ეგებებოდა აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლებს“.

რიჟვაძის ამ განცხადებას ელგუჯა ბაგრატიონი კვლავ გამოეხმაურა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მიმართა: „შეურაცხყოფას ნუ აყენებთ იმ მებრძოლ ადამიანებს რომლებმაც 2008 წელს იბრძოლა, ის ლაჩრული ბრძოლა იყო? გუნდი ხართ ლაჩრები. ბორინკა ხომ არ არის თქვენი მხედართმთავარი?“

„ეს ამ დარგის ექსპერტებს უნდა ჰკითხოთ” – რიჟვაძის პასუხი კითხვაზე, ვინ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები