ცნობილი პიანისტი და საქართველოს პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე ახლახან მონაკოს პრინცს, ალბერტს შეხვდა. პრინცმა ალბერტმა ახლახან შექმნა ფონდი ახალგაზრდა მუსიკოსების ხელშესაწყობად.
ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირადად მომეცა საშუალება, გამეცნო პრინც ალბერტი მონაკოში.
სასიამოვნოა, რომ ვისაუბრეთ ნორჩი ქართველი ტალანტების ხელშეწყობის საკითხებზე და შესაძლო მნიშვნელოვან ინიციატივებზე“.
ფოტო: საქართველოს პარლამენტი