LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის, ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი და იმართება კონცერტები“ – ელისო ბოლქვაძე

127
bolq

ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები, – აღნიშნულით „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ელისო ბოლქვაძემ ოპოზიციონერ კოლეგას, რომან გოცირიძეს უპასუხა, რომელმაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დისკუსიისას ბიუროს მიმართა, განიხილონ, როგორც მისი კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ, ასევე ელისო ბოლქვაძის წინადადება პარლამენტში როიალის შეტანასთან დაკავშირებით.

როგორც ბოლქვაძემ განმარტა, როიალის დადგმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სპეკულაცია ისმის, როიალის დადგმა კი ფუფუნების საგანს არ წარმოადგენს.

„როიალის დადგმა ფუფუნების საგანი არ არის. ყველა ევროპულ პარლამენტში დგას როიალი, იმართება კონცერტები. კონცერტები და კლასიკური მუსიკა გართობის თემა არ არის. ეს არის ცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

„ევროოპტიმისტების“ წევრი, რომან გოცირიძე ბიუროს სხდომაზე საუბრობდა, რომ პარლამენტი ოპოზიციის კანონპროექტებს არ განიხილავს. მისი თქმით, პარლამენტი სამი წელია ელისო ბოლქვაძის ინიციატივასაც არ იხილავს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში როიალის დადგმას შეეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები