უმრავლესობის წევრი ელისო ბოლქვაძე, რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე დაშვებულ შეცდომაზე საუბრობს.
მისი თქმით, ურთიერთობის ამსახველ გრაფაში შეცდომით მონიშნა, რომ დაქორწინდა.
„ჩემს Facebook-ში შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი Setting-ებში, მაინტერესებდა რაღაცები და შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო got married (დაქორწინდა), ეს იყო ზუსტად 10 წუთი.
ამაზე მთელი თემა დაიწერა და მთელი გადაცემები მიეძღვა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა. იმდენი რეკვა და იმდენი ესემესი მივიღე, იმდენი ადამიანი მილოცავდა და რას მილოცავდა, ვერ მივხვდი კარგად.“ – განმარტავს დეპუტატი.