ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევებიდან, ერთი პაციენტი ტექნიკის მაღაზიათა ქსელის – “ელიტ ელექტრონიქსის” ბათუმის ფილიალის თანამშრომელია. ინფორმაციას ამის შესახებ ტექნიკის მაღაზიამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პირი ობიექტზე არ იმყოფებოდა, თუმცა პრევენციის მიზნით მაღაზიაში დეზინფექცია მიმდინარეობს, თანამშრომლები კი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.
“9 სექტემბერს, ელიტ ელექტრონიქსის ბათუმის ჭავჭავაძის 78/88-ში მდებარე ფილიალის თანამშრომელს დაუდგინდა Covid 19. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი არ იმყოფებოდა მაღაზიაში, ჩვენი მხრიდან მომენტალურად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება და ფილიალის დახურვა.
ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება, ისინი იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მაღაზიის სრული დეზინფექცია. შესაბამისად ბათუმელ მომხმარებლებს ამ პერიოდის განმავლობაში სასურველი ტექნიკის შესაძენად შეუძლიათ მიმართონ ჩვენ მეორე ფილიალს გორგილაძის 94-ში.
ამასთან, უახლოეს დღეებში ჭავჭავაძის ფილიალის გახსნა მოხდება სარეზერვო კადრებით” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფიცირების 57 ახალი შემთხვევიდან 25 აჭარას უკავშირდება, 8-ის წყარო უცნობია.
თუ ბევრი გახდება ავად, ბევრი გარდაიცვლება – პაატა იმნაძე
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 57 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 25 შემთხვევა აჭარაშია დაფიქსირებული.
პანდემიის მეორე ტალღა იწყება: გიორგი გახარია