LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის მეორე ტალღა იწყება: გიორგი გახარია

148
119051574-1790915494379680-2336137909376460289-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა იწყება, – ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ეპიდსიტუაცია სრულიად კონტროლირებადია.

„დღევანდელი 57 შემთხვევა და გუშინდელი 44 შემთხვევა პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თანდათან იცვლება. როგორც ვვარაუდობდით მეორე ტალღას, ფაქტობრივად, ეს პროცესი იწყება. ვვარაუდობდით და შემოდგომაზე ეს პროცესი იწყება. მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, სრულად ვმართავს სიტუაციას.
მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან საქართველოს მთავრობამ დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები. ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა ისევე, როგორც სოციალური ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყებიდან პირველ დღეებში ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში 150 PCR ტესტს აკეთებდა და დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია საშუალოდ გააკეთოს 6000-7000 ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ბევრი წამყვანი ინფექციონისტის თქმით, ჯერჯერობით მეორე ტალღაზე საუბარი ნაადრევია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g