მიუხედავად იმისა, რომ მეგან მარკლი უკვე ოფიციალურად არის ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, ჰერცოგინიას სტატუსის გათავისება ჯერ კიდევ წინ აქვს. ამ ყველაფერზე კი ელიზაბეტ მეორის ასისტენტი, სამანტა კოენი იზრუნებს. 6 თვის მანძილზე, ჰარის მეუღლეს ის სამეფო ეტიკეტს შეასწავლის და მონარქების ტრადიციებსა და ვალდებულებებს გააცნობს.
კოენი ბუკინგემის სასახლეში 2001 წლიდან მუშაობს.