LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელიზაბეტ II-მ ინგლისის მომავალ მეფედ და დედოფლად პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი დაასახელა

158

დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ინგლისის მომავალ მეფედ და დედოფლად პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი ოფიციალურად დაასახელა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანულ მონარქიაში რიგითობა შეიცვალა და პრინცი ჩარლზი გვირგვინის გარეშე დარჩა.

”მისმა უდიდებულესობამ გაიგო, რომ ინგლისის მომავალი – უილიამი და კეიტია. 65 წლის მანძილზე მან დაინახა, რომ უინძორების პალატა გადარჩა, ხოლო მომავალი თაობის ენერგიითა და ძალისხმევით ის კიდევ უფრო ახალ სიცოცხლეს შეიძენს” – განაცხადა სამეფო ოჯახის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

სამწუხაროდ, 91 წლის დედოფლის ამ გადაწყვეტილებამ ნეგატიური გავლენა იქონია მამა-შვილის ურთიერთობაზე, ”თუმცა ისინი ნელ-ნელა მიეჩვევიან” – განმარტავს სასახლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ ელიზაბეტ მეორის ეს გადაწყვეტილება გაცილებით მსუბუქად მიიღო ჩარლზის მეუღლემ, კამილა პარკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები