30 ივნისს, შაბათს, ლეგენდარული ინგლისელი პოპ და როკ მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის ელტონ ჯონის კონცერტთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თბილისი–ბათუმი-თბილისის მიმართლებით დამატებით ავიარეისს ნიშნავს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ავიარეისი 09:30 საათზე შესრულდება და უკან 11:30 საათზე დაბრუნდება.
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისები, სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში ხუთჯერ სრულდება.
სერ ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 30 ივნისსა და პირველ ივლისს გაიმართება. 71 წლის მუსიკოსი გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელია.