ლეგენდარული მომღერლის ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი ჰოსპიტალიზებულია. ლიზა მარია მოათავსეს ექსკლუზიურ კლინიკაში, სადაც ერთთვიანი მკურნალობის კურსი ნახევარი მილიონი დოლარი ღირს.
48 წლის ლიზა მარიას შანსი, დაუბრუნდეს ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, არც ისე დიდია.
„არ შემიძლია მთლიანად უარი ვთქვა ნარკოტიკულ საშუალებებსა და აბებზე, რადგან ასე ვერ გადავრჩები,“ – გულწრფელად აღიარა ცოტა ხნის წინ ინტერვიუში ელვის პრესლის ქალიშვილმა.
ზედოზირების გამო ის გასულ წელსაც მოხვდა საავადმყოფოში და მას შემდეგ მაქსიმალურად ცდილობდა, საკუთარი თავი ეკონტროლებინა, თუმცა ცოტა ხნის წინ ლიზა ქმარს, მაიკლ ლოკვუდს დაშორდა და კვლავ ნარკოტიკს მიეძალა.