LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს (ფოტო)

464
btlrprsl

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „ოსკაროსანი“ რეჟისორი, 56 წლის ბაზ ლურმანი ახალ ფილმზე მუშაობს. ის ელვის პრესლის ბიოგრაფიის მიხედვით ახალ ფილმს იღებს. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ამ როლზე 27 წლის მსახიობი ოსტინ ბატლერი დაამტკიცეს. როკ-ენ-როლის მეფის მენეჯერის როლში კი მაყურებელი ტომ ჰენკს იხილავს. რაც ეხება ოსტინს, ის ცნობილია ფილმებით „მკვდრები არ იხოცებიან“ და „ერთხელ ჰოლივუდში“.

ცნობილია, რომ ბაზ ლურმანის ფილმი ელვის პრესლის კარიერის საწყის ეტაპს აღწერს. ამ დრომდე პრესლის როლზე ჰარი სთაილზი, ენსელ ელგორტი და მაილზ ტელერი განიხილებოდნენ. ფილმის გადაღებები 2020 წელს ავსტრალიაში დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები