სიტყვა „გენოციდი“ იურისტების მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და არა პოლიტიკოსების მიერ, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა France Bleu-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, სიტყვა „გენოციდის“ გამოყენება იქნება ესკალაცია.
რუსები და უკრაინელები ძმები არიან – ფრთხილად ვიქნებოდი „გენოციდის“ ტერმინის გამოყენებასთან: მაკრონი
„სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და აუცილებელია, იყო ფრთხილი, რადგან ჩემი როლია, შევეცადო მშვიდობის დამყარება ან სულ მცირე ამ ომის დასრულება, შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ესკალაციის თავიდან აცილება და საფრანგეთისა და ფრანგების დაცვა ომის გაგრძელებისგან“, – განაცხადა მაკრონმა.