LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები და უკრაინელები ძმები არიან – ფრთხილად ვიქნებოდი „გენოციდის“ ტერმინის გამოყენებასთან: მაკრონი

452
ემანუელ მაკრონი

CNN-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების „გენოციდად“ შეფასებაზე უარი განაცხადა.

როგორც გამოცემა წერს, მაკრონმა საფრანგეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან – „ფრანს 2“-თან ინტერვიუში კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მსგავსად რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის ტერმინ „გენოციდს“, მაკრონმა განაცხადა:

„დღეს ასეთ ტერმინებთან მიმართებით ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი (რუსები და უკრაინელები) ძმები არიან.“

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, რიტორიკის ესკალაცია ომის შეჩერებას და მშვიდობის აღდგენას არ ემსახურება.

„დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია და ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომლებიც უპრეცედენტოა ჩვენს მიწაზე – ჩვენს ევროპულ მიწაზე.

რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო უკიდურესად სასტიკი ომი; ახლა დადგინდა, რომ რუსეთის არმიამ ჩაიდინა ომის დანაშაულები და ახლა ჩვენ უნდა ვიპოვოთ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირები“, – თქვა მაკრონმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად შეაფასა და თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინელობის იდეის წაშლას ცდილობს.

ზელენსკი ბაიდენის მიერ გამოყენებულ სიტყვაზე: “ნამდვილი ლიდერის ნამდვილი სიტყვები”

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g