LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემანუელ მაკრონს კორონავირუსი დაუდასტურდა: პრეზიდენტი საქმიან ვიზიტებს აუქმებს და საფრანგეთის მართვას დისტანციურად აგრძელებს

103
მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი კორონავირუსით დაინფიცირდა.

ინფორმაციას მედიასაშუალება France 24 ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ემანუელ მაკრონს PCR-ტესტირება სიმპტომების გამოვლენისთანავე ჩაუტარდა. პოზიტიური პასუხის მიღებისთანავე კი 7 დღით იზოლაციაში გადავიდა.

პრეზიდენტმა გააუქმა ყველა ვიზიტი, მათ შორის შეხვედრა ლიბანში, რომელიც 22 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

მაკრონი ქვეყნის მართვას დისტანციურად აგრძელებს.

პარალელურად, თვითიზოლაციაში გადადის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც, რადგან მას კავშირი ჰქონდა პრეზიდენტთან მთავრობის ყოველკვირეულ სხდომაზე.

გასული კვირის ბოლოს, მაკრონი ასევე დაესწრო ევროკავშირის სამიტს, სადაც ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან.

როგორც მაკრონმა და ქვეყნის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი პანდემიის გამო დაწესებულ მკაცრ სანიტარიულ პროტოკოლს ზედმიწევნით იცავდნენ – მისალმების დროს არ ართმევენ ხელს ერთმანეთს, ატარებენ პირბადეს და იცავენ დისტანციას.

magti 5g