თანამედროვე ბაზარზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა მუდმივად განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლის შეთავაზებაზე ორიენტირებაა. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს კომპანია „ემბიჯი რენთი“ (MBG Rent), რომელიც ბაზრის მოთხოვნებზე ყოველთვის სწრაფად და გონივრულად რეაგირებს.
ანუკა გაბრიაძე, კომპანიის „ემბიჯი რენთი“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– „ემბიჯი რენთი“ უკვე 6 წელია, რაც საიჯარო მიმართულებით საქმიანობს და ვამბობთ ხოლმე, რომ მშენებლობა არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესი – ეს არის ხედვა, იდეა და მიზანი, რომელიც რეალობად უნდა იქცეს. სწორედ ამ თვალსაზრისით ვართ სანდო პარტნიორები – ჩვენთან შეგიძლია იქირაოთ მაღალი ხარისხის სამშენებლო ინვენტარი, გამართული ტექნიკა და მიიღოთ პროფესიონალური საინჟინრო მხარდაჭერა მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში.
„ემბიჯი რენთის“ ისტორია ერთი ადამიანით – ვასკა დვალით დაიწყო, ახლა კი კომპანია 100-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ხელსაწყო გვქონდა, ახლა კი ჩამონათვალი 15-ს გაცდა, ამჟამად გვაქვს მშენებლობის ყველა ეტაპისთვის საჭირო ტექნიკა და მომსახურებები.
„ემბიჯი რენთს“ მომსახურების სამი ძირითადი მიმართულება აქვს. ესენია:
ალმასური ჭრა, რომლითაც შესაძლებელია:
მოხვეწა (მოპრიალება)
ხიმინჯის მტვრევა
აღნიშნული მომსახურება განსაკუთრებულ სიახლეს წარმოადგენს ჩვენთვის და სამშენებლო სფეროსთვისაც, რადგან ამ ეტაპზე „ემბიჯი რენთი“ ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ამ მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით გთავაზობთ, რა თქმა უნდა, საუკეთესო პირობებით.
ხიმინჯის სამტვრევი აპარატი, რომელიც ჩვენ ჩამოვიტანეთ (დაახლოებით ერთი კვირაა, რაც საქართველოშია), არის ინოვაციური. ის:
ხიმინჯების სამტვრევი აპარატს, რომელსაც მარტივად, სწრაფად და დაუზიანებლად მოჰყავს ხიმინჯები საპროექტო ნიშნულზე, აქვს ზუსტად ის ფასი, რა ფასიც ექნებოდა ძველებური მეთოდით, ხიმინჯის ადამიანური ძალის გამოყენებით მომტვრევას. მეტსაც გეტყვით, პირველად თქვენს აუდიტორიას ვამცნობ – განსაკუთრებულ ფასს ვთავაზობთ მათ, ვინც პირველები მიიღებენ ამ მომსახურებას. აქვე შეგახსენებთ ჩვენს ცხელ ხაზს – 0322 18 50 50.
ხიმინჯის მტვრევის პროცესში ადამიანური რესურსის დაზოგვას განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი – თუკი ერთი ხიმინჯის საპროექტო ნიშნულამდე დაყვანას ორი ადამიანი მაინც სჭირდებოდა, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში იმუშავებდნენ, ჩვენი აპარატით საპროექტო ნიშნულამდე ერთ დღეში 50-მდე ხიმინჯის დაყვანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ დანახარჯები მცირდება, არამედ დრო და ადამიანური ძალა იზოგება საგრძნობლად.
– როდესაც ინოვაციურ პროდუქციასა და მომსახურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მოქლონების მწარმოებელ მსოფლიოში ნომერ პირველ ბრენდს, „გესიპასა“ და „ემბიჯი რენთს“ შორის დაწყებული თანამშრომლობაც.
– „გესიპა“ 30-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და საოცრად გვეამაყება, როდესაც ვამბობთ, რომ ამ ქვეყნების ჩამონათვალს, დისტრიბუციის მიმართულებით, საქართველოც შეემატა. ეს ყველაფერი გააკეთა „ემბიჯი რენთმა“, რადგან ჩვენ ზუსტად ვხედავთ იმ საჭიროებებს, რაც სამშენებლო სექტორს აქვს. სწორედ ასე გაჩნდა იდეა იმის შესახებ, რომ ჩვენ შემოგვეტანა საქართველოში „გესიპას“ მოქლონები და მათი დასამაგრებელი ინსტრუმენტები.
ჩვენ, საკმაოდ მისაღებ ფასად, გთავაზობთ ხელსაწყოების ფართო არჩევანს. ასორტიმენტში გვაქვს ჰიდრო-პნევმატიკური, ელემენტზე მომუშავე თუ მექანიკურ ხელსაწყოები. ფასი მოიცავს ორწლიან გარანტიას და სერვისს. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან, ბელიაშვილის #142-ში და მოსინჯოთ, როგორ მუშაობს ეს ინსტრუმენტები.
– „ემბიჯი რენთის“ კიდევ ერთი სიახლე უკავშირდება ტვირთების გადაზიდვასა და მიწოდების ჯაჭვის მართვას.
– დიახ. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია თუ მომსახურება, ხელმისაწვდომია მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპანიის დაარსების დღიდან, თუმცა ახლა ჩვენი მიზანია, რომ გავხდეთ ნებისმიერი, სამშენებლო და არასამშენებლო კომპანიის სანდო პარტნიორი ლოგისტიკის მიმართულებით და ხელი შევუწყოთ მათ ბიზნესს ეფექტიანობის ზრდასა და ლოგისტიკური ხარჯების ოპტიმიზაციაში.
ჩვენი გუნდი, რომელიც პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, უზრუნველყოფს:
ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვექცეთ ტვირთებს. ჩვენი ავტოპარკი ბევრი სხვადასხვა სახის მანქანას აერთიანებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი მომსახურება იყოს ყოველთვის ხელმისაწვდომი. ამასთან, გვყავს პარტნიორები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისად, ჩვენ თქვენი ტვირთის გადაზიდვა შეგვიძლია დროულად და ოპტიმალური დანახარჯებით.