LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემბისი – პირველი მიკრობანკი საქართველოში

441
ემბისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ემბისი (MBC) საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და სულ მალე მომხმარებლის წინაშე სრულყოფილი საბანკო სერვისებით წარდგება.

ემბისი ქართულ ბაზარზე პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელმაც ეროვნულ ბანკს მიკრობანკის ლიცენზიის მოთხოვნის განაცხადით მიმართა. ლიცენზიის მიღების შემდეგ, ემბისის სესხის ლიმიტი 100 000 ლარიდან 1 მლნ ლარამდე იზრდება. ამას გარდა, კომპანიას ეძლევა უფლება მოიზიდოს დეპოზიტები, გახსნას მიმდინარე ანგარიშები და სხვა.

როგორც ემბისის გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი აცხადებს, მიკრობანკი ემბისის ძირითადი ინტერესის სფერო მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება იქნება.

გია პეტრიაშვილი, ემბისის გენერალური დირექტორი:

„უპირველესად, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ბანკს გაწეული შრომისთვის. გასული წელი სავსე იყო გამოწვევებით და მიხარია, რომ დღეს ჩვენი შრომა დაფასდა, ემბისი კი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზირების განაცხადზე დადებითი პასუხი მიიღო.

ჩვენ ვგეგმავთ აქტიურად ვიმუშაოთ მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით – მცირე და საშუალო ბიზნესს შევთავაზოთ მათ ინტერესებზე მორგებული, მათთვის საჭირო და მისაღები პროდუქტები.“

გია პეტრიაშვილის განცხადებით, მიკრობანკი ემბისი დეპოზიტების მიმართულებითაც გეგმავს აქტიურობას. კომპანია მომხმარებელს სულ მალე ამ მხრივაც გაუკეთებს შეთავაზებებს.

„ემბისი ზუსტად ისეთივე სანდო ორგანიზაციაა, როგორც ნებისმიერი კომერციული ბანკი, რადგან ის ზუსტად ისეთივე რეგულაციებსა და მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რასაც ბანკები. ემბისიში მომხმარებელს შეეძლება დეპოზიტზე მიიღოს მეტი სარგებელი და ამასთანავე, არც იმაზე მეტი რისკის აღება მოუწევს, ვიდრე აქამდე იღებდა,“ – ამბობს გია პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, ემბისი ქართულ საფინანსო ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 17 სერვის ცენტრს ფლობს, მისი პორტფელის მოცულობა კი 116 მლნ ლარს აღწევს. ემბისი ამ ეტაპზე 250-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს მიიღო. კანონის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გახლდათ ინიციირებული და მისი მიღების მიზანი ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის უზრუნველყოფა გახლდათ.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g