LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს

169
BeFunky-collage (4)

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) თემირლან მაჩალიაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს და საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიუთითებს გამოძიების არაეფექტიანობის, ასევე გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობლისა და პოლიტიზების პრობლემაზე.

EMC-ის შეფასებით, არსებობს გარემოებები, რის გამოც პროკურატურას ეჭვი უნდა შეეტანა იმ სპეცრაზმელის ჩვენებაში, რომელმაც თემირლან მაჩალიკაშვილს ესროლა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ფორმალური გამოკითხვები ჩაატარა, საქმისათვის მნიშვნელოვანი კითხვები არ დაუსვა სპეცრაზმელს, უარი თქვა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე და მოულოდნელად შეწყვიტა გამოძიება.

სხვა რა დამრჩენია? ვაპირებ, სააკაშვილის მერე ზელენსკისაც შევხვდე - მაჩალიკაშვილი

"ამბობენ ამ დანაშაულს თუ ვაღიარებთ, ქვეყანა თავზე დაგვემხობაო".

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნულს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებად და სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადელინი დანაშაულის მიმართ პოლიტიკური ლოიალობის გამოვლინებად მიიჩნევს.

,,ადრეც აღვნიშნე, რომ ორი თვის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ თუ არ ჩამოვცილდებოდი გაერთიანებულ ოპოზიციას საქმის გამოძიებას შეწყვეტდნენ და ეჭვმიტანილად გამოაცხადებდნენ თემირლანს, ასეც მოიქცნენ.

რაც შეეხება საქმის შეწყვეტას, ყველა ფაქტი სახეზეა, რომ თემირლანი არის მძინარე მოკლული, თემირლანი იყო უდანაშაულო.’’ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/videos/2412044028899416/?v=2412044028899416

პოპულალურები