18 დეკემბერს, 16:00 საათზე, მიგრანტთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმის „ფინედუ“ ორგანიზებით გაიმართება ონლაინ პანელური შეხვედრა თემაზე „საინვესტიციო და სამეწარმეო შესაძლებლობები ემიგრანტებისთვის“.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
- დავით აბესაძე – საქართველოს ეროვნული ბანკი, ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი
- სესილი ტაბატაძე – სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, საკონსულტაციო ცენტრების პროექტის ხელმძღვანელი
- ბაქარ მარუაშვილი – „თიბისი კაპიტალი“, საბროკერო მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი
- დავით ნიშნიანიძე – „გალტ ენდ თაგარტი“, საბროკერო დეპარტამენტის უფროსი
- რატი მორჩილაძე – „ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“, დირექტორის მოადგილე
პანელურ შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლია. გარდა ამისა, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, თემასთან დაკავშირებული კითხვა დასვას ფეისბუქზე, შეხვედრის ტრანსლაციისას, კომენტარის სახით.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
