LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთ”: პატრიარქს სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

3115
BeFunky-collage

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს იხსენებს და მიმართავს, რომლებიც პატრიარქს მისი გამონათქვამების გამო აკრიტიკებს.

მამა ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ხალხს თანდათან სიცილის ხასიათი ეკარგება და ამასაც პატრიარქს აბრალებს.

“დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ:
ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო;
სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო;
სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო;
ხელი ხშირად დაიბანეთო;
იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო;
ოჯახებისთვის მოიცალეთო;

“მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ” – ილია მეორე

სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა. ეხლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.

ეხლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?

ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.

ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა – ილია მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g