LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა – ილია მეორე

599
BeFunky-collage (6)

“ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა,”-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ სინოდის სხდომაზე განაცხადა.

„წმინდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. მისალმების შემდეგ, მისმა უწმინდესობამ ისაუბრა მსოფლიოში კორონავირუსის (COVID 19) პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. მან ბრძანა, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება, რომ შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები, რითაც ვირუსულ ინფექციას სწრაფად გავრცელების საშუალება არ მიეცა; და დასძინა: ჩვენზე არის დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენი მხრიდან მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება; გვწამს, რომ სულიწმინდის შეწევნით ეს მოხერხდება“, – აღნიშნულია ოქმში.

საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის გუშინდელი სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ამავე ოქმში არის მოცემული სინოდის განჩინება და რეკომენდაციები კორონავირუსთან დაკავშირებით.

საგანგებო მდგომარეობისას იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც – ომბუდსმენი

დღეს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია

გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის – მამუკა მდინარაძე

შეგახსენებთ, დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის კორონავირუსის ქვეყნის შიგნით გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად აცხადებენ ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას. გადაწყვეტილება პარლამენტმა დღესვე უნდა დაამტკიცოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები