LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგანგებო მდგომარეობისას იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც – ომბუდსმენი

369
BeFunky-collage (2)

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება. როგორც ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა, იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც:

საზოგადოების ინფორმირებულობისთვის კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი”, რომელიც  პანდემია-ეპიდებიემის დროს მოქმედებს, აცხადებს, რომ:

“მუხლი 5.

  1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;

გ) შეწყვიტოს საქმიანობა, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას;

დ) დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები;…”

10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება, ეს ეხება ყველას და ყველაფერს – გიორგი გახარია

შესაბამისად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის რეკომენდაცია, რომ პანდემიის დროს ყველამ უნდა დაიცვან სანიტარულ ჰიგიენური ნორმები, შესასრულებლად საგანგებო მდგომარეობის დროსაც და მის გარეშეც  არის სავალდებულო ყველასთვის, ფიზიკური პირებისთვისაც და ორგანიზაციებისთვისაც, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციებისთვის. ამ მუხლით შეიზღუდა და გაჩერდა მთელი რიგი დაწესებულებების საქმიანობა საქართველოში ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო დაუდგება გვერდით, უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალიც. სწორედ ამიტომ, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა წარუდგენს გეგმას იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსამსახური დაკარგეს ან პოტენციურად შეიძლება დაკარგონ სამსახური. “ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება […]

სახელმწიფო რელიგიური რიტუალების ან წესების ცვლილებას ვერ მოახდენს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციები არიან ვალდებულები ამ პროცესში არ განახორციელონ იმგვარი მოქმედება, რაც ქმნის გადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს და იწვევს რისკებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ამ დროს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რწმენის, აღმსარებლობის შეზღუდვის შესაძლებლობას, თუმცა,  იზღუდება საზოგადოებრივი თავშეყრა, რაც, ასევე გავრცელდება რელიგიურ შეკრებებზეც.

გადაადგილების ტოტალურ შეზღუდვებზე საუბარი არ არის – მამუკა მდინარაძე

 

პოპულალურები