LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემიგრანტი ქალების დასაცავად – “მითხარით: “დედა, ნუღარ მიდიხარ…”

282
page

ემიგრანტი ქალების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება  ემოციურ სტატუსი, რომელსაც გულგრილად ვერ წაიკითხავთ…

“ხომ გიყიდა ბინა!
ხომ დაგამთავრებინა უმაღლესი!
ხომ შემოსა შვილიშვილები!
ხომ გაწვდიდათ საკვების თანხას მთელი 18 წელი!
ხომ შეიტანა 5-ჯერ ბინის საწყისი თანხა ვაი “ცენტრ-პოინტის” უსინდისო მუცელში!
ავეჯით ხომ გააწყო ორთავე ვაჟისა და სიძე-ქალიშვილის ბინები!
მეუღლეს, ღრმად მოხუც დედას, შვილს – ოპერაციების თანხა ხომ გამოგიგზავნათ!
ხომ მოგაწყოთ სამსახურებში!
გასულ ზაფხულს ჩამოვიდა…
გულზე მოგხვდათ მისი დასივებული ფეხები და მხოლოდ ძარღვებად ქცეული ხელები; ახალგაზრდა გახსოვდათ და ხელში გატეხილი და თვითონ დაავადებული ხანმოთეული შეგრჩათ, რომელიც იღიმებოდა და ამ ღიმილმა შეგაშინათ, ტიროდა და ცრემლი არ ჩამოსდიოდა…
ვერც ერთმა თავი ვერ შეიკავეთ ქვეყანაში გამეფებულ “გაუსაძლის მდგომარეობაზე” რომ არ გელაპარაკათ მთელი დღეები… სულ საკვები პროდუქტების ნაკლებობაზე წუწუნებდით…
მონატრებულის სანახავად ვინც მოვიდა – ყველა ხელებში შესცქეროდა; სადაც წავიდა – ყველა ხელებში შესცქეროდა…
ორი თვის “შვებულება” ჰქონდა ბერძენი “პატრონისგან”… ორი კვირის მეტი ვერ გაძლო…
ძლივს აალაგა დასივებული კიდურები და წავიდა… კარებში რომ გადიოდა ჩაილაპარაკა: “წყალს ვერ მივეჩვიე იქაურს, ესაა ფეხებს რომ მისიებს, სხვა მხრივ არ მიჭირს”…
აეროდრომზე ყველამ ერთად გააცილეთ; პერმესო მიღებული ჰქონდა დიდი ხანია და წასვლას საელჩოებში ხეტიალი არ სჭირდებოდა… ახალგაზრდა გოგონამ ხელბარგი შეუმოწმა; მისი საყვარელი საჭმელი – ყველიც არ წაიღო – დასაშვებ წონაზე მეტია და თანხა არ მეყოფაო, მხოლოდ ტყემლის საწებელმა შეავსო უფასო ტვირთი…
საკონტროლო გამშვები ხაზი თითქმის უკუსვლით განვლო; გიყურებდათ და სულის სიღრმეში გწვდებოდათ მისი მზერა, რომელსაც გულგრილად უკუაგდებდით ყველანი;
ეს მზერა იხვეწებოდა:
_”მითხარით: დედა, ნუღარ მიდიხარ”!…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g