LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ – ქართველი ემიგრანტის ახდენილი ამერიკული ოცნება

13118
358777769_1514783178928717_3363920112425250736_n (1)

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მამის ასაკის კაცს ცოლად გავყვებოდი და შემიყვარდებოდა, თან ისე შემიყვარდებოდა, რომ ამ სიყვარულში თავით ვარ ჩარჭობილი“, – საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე, განვლილ რთულ გზასა და ამერიკულ ცხოვრებაზე „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ჰყვება ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაბრუნდა.

ცისნამი საყვარლიშვილი ემიგრაციაში პირველად 21 წლის ასაკში წავიდა – მას მოუწია 1 წლის შვილი უსინათლო მშობლებთან დაეტოვებინა და იტალიაში მოხუცის მოსავლელად წასულიყო. შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ასევე დიდი შრომა უწევდა.

ახლა კი მეუღლესთან ერთად, საქართველოში, შვილთან და ოჯახთან 10 წლიანი განშორების შემდეგ პირველად დაბრუნდა:

„საქართველოში 10 წელი არ ვიყავი ნამყოფი  – ამ ქვეყანასთან ყველაფერი მაკავშირებს, სულით, ხორცით, ძალიან მიყვარს.

ალექსანდრეს დედასთან ვმუშაობდი, ალექსანდრეს მოვეწონე.. ისე მოხდა, რომ სადეპორტოდ მქონდა საქმე, მითხრა, რით შემიძლია დაგეხმაროვო? ყველაფერი გააკეთა. 35-წლიანი მეგობრობა აკავშირებს ჰოლივუდის ვარსკვლავ ალეკ ბოლდუინთან, მან დაგვიწერა საემიგრაციოსთვის წერილი. ჩემმა მეუღლემ მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა. მეუღლე დამეხმარა, რომ საბუთები გამეკეთებინა და შვილი ჩემთან ჩამომეყვანა.

 

 

გოგო, რომელიც ოჯახთან 10 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა

?✨ ცისნამი საყვარლიშვილის გზა ემიგრაციაში 21 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ერთი წლის მცირეწლოვანი შვილი უსინათლო მშობლებთან დატოვა და იტალიაში მოხუცის მოსავლელად წავიდა

? ამის შემდეგ იყო ამერიკა და მუხლჩაუხრელი შრომა, თუმცა მუდმივი განვითარების სურვილმა ის ბედნიერ დასასრულამდე მიიყვანა

? გაიცანით გოგო, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on სამშაბათი, 25 ივლისი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები