ალაბამას შტატში აბორტი აკრძალეს. შესაბამის დოკუმენტს 25 კანონმდებელი მიემხრო. მათი გადაწყვეტილებით, კანონგარეშედ ითვლება გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებში გაკეთებული აბორტებიც.
აღსანიშნავია, რომ ახალ კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, რომელთა შორის ერთ-ერთი ხმაურიანი პროტესტით ემილი რატაკოვსკი გამოირჩა.
”ჩემი სხეული ჩემი საქმეა” – ამ სლოგანით ამერიკელმა მოდელმა და მსახიობმა უკმაყოფილება სიშიშვლით გამოხატა და ”ინსტაგრამზე” პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ემილი რატაკოვსკი ცნობილია მისი ფემინისტური იდეებით, რის გამოც ცოტა ხნის წინ ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.