LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემილია კლარკისა და პრინც უილიამის შეხვედრა

97

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელივიზიო ინტერვიუში ემილია კლარკმა კენსინგტონის სასახლეში ვიზიტი და შეხვედრა გაიხსენა სამეფო ოჯახის წევრებთან. როგორც აღმოჩნდა, „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი კემბრიჯის ჰერცოგს საქველმოქმედო წვეულებაზე შეხვდა და ისე ანერვიულდა, რომ მომავალი მონარქის
სახელიც კი დაავიწყდა.

„საოცრად ამაღელვებელი აღმოჩნდა სასახლეში სტუმრობა. მართალია, წინასწარ ამისხნეს ეტიკეტის წესები, მაგრამ მაინც ძალიან დავიბენი. უხერხულობის მიუხედავად, უილიამმა ჩვეული თავმდაბლობით გამიღიმა და რამდენიმე წუთიც ვისაუბრეთ. მერე კი, სხვა სტუმრებთან გადაინაცვლა “, – აღნიშნა კლარკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები