LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემინემი პოლიტიკურ პარტიას უჩივის

51

ემინემი ახალი ზელანდიის ეროვნულ პარტიას მისი ჰიტის, „Lose Yourself“-ის არაკანონიერ გამოყენებაში ადანაშაულებს. საუბარია პარტიის ვიდეორგოლზე, რომელიც ეთერში 2014 წელს გამოჩნდა. მუსიკოსის წარმომადგენლის თქმით, მასში სიმღერის ფრაგმენტი ისმის, რომელიც ნებართვის გარეშე გამოიყენეს.

პარტიის ადვოკატების განცხადებით კი, რგოლის დამზადების პროცესში მათ თრექი „Eminem-esque“ გამოიყენეს, რომელიც კომპანია Beatbox-ის საფონდო ბიბლიოთეკაში ნახეს.

აღნიშნული საქმის განხილვის დროს კი, სასამართლო პროცესზე ორივე სიმღერა გაჟღერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები