ემინემმა ახალი ალბომიდან „Revival“ რიგით მეორე სინგლი „Untouchable“ წარმოადგინა. სიახლის პრეზენტაცია მისი Youtube-ის ოფიციალურ არხზე შედგა.
აღსანიშნავია, რომ დისკის მთავარი სინგლია „Walk On Water“, რომელიც რეპერმა ბიონსესთან ერთად ჩაწერა. ალბომის პრეზენტაცია 15 დეკემბერს შედგება და ის 19 ახალი სიმღერისგან იქნება შემდგარი.