ცოტა ხნის წინ, ემინემმა ახალი ალბომი „Revival“ გამოუშვა, რომელიც კრიტიკოსთა ნაწილმა ნეგატიურად შეაფასა. სპეციალურად ამ ნეგატიურად განწყობილი ადამიანებისთვის კი რეპერმა სიმღერა „Chloroseptic“ დაწერა.
კრიტიკოსებმა განსაკუთრებით ემინემის ორ ვარსკვლავთან – ედ შირანთან და ბიონსესთან ჩაწერილი დუეტი დაიწუნეს. როგორც მუსიკალური პორტალები იუწყებიან, ალბომის გაყიდვები საკმაოდ დაბალია, მითუმეტეს, რომ მის შექმნაში ა კლასის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
ახალი სიმღერა კი უცენზუროა და მასში რეპერი კრიტიკოსებს ურჩევს, მისი ფირფიტის ნეგატიურად შეფასების სანაცვლოდ, საკუთარ თავებს მიხედონ.
https://www.youtube.com/watch?v=Pg1O_fs7SzE