წარმატებული სტარტის შემდეგ, ემინემის ახალმა ალბომმა „Revival“ ამერიკულ Billboard 200-მდეც მიაღწია და პირველ პოზიციაზე განთავსდა. დისკის გამოსვლიდან პირველივე კვირას რეპერის ალბომის 267 ათასი ასლი გაიყიდა.
რეიტინგის მეორე ადგილზე ტეილორ სვიფტის „Reputation“ განთავსდა ანალოგიურ დროში 133 ათასი გაყიდული ალბომით. სამეულს კი რეპერი G-Eazy ხურავს. მისი ახალი დისკი „The Beautiful & Damned“ აშშ-ის ტერიტორიაზე 122 ათასი ერთეულის ოდენობით გაიყიდა.