ემინემმა სიმღერაზე „Framed“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა. ნამუშევარი საკმაოდ სისხლიანი გამოვიდა, ისეთი, როგორიც ემინემს სჩვევია.
სიმღერა რეპერის მეცხრე სტუდიურ ალბომში „Revival“ შედის და ის რიგით მეოთხე ოფიციალური სინგლია. დისკი 15 დეკემბერს გამოვიდა.
დისკი უამრავი ქვეყნის ჩარტის სათავეში მოხვდა, თუმცა კრიტიკოსთა ნაწილისგან მას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.