70 წლის ბრიუს უილისის მეუღლემ, 47 წლის ემმა ჰემინგმა, Vanity Fair-თან მიცემულ ემოციურ ინტერვიუში პირველად გაამხილა, რომ იმ პერიოდში, როცა მსახიობს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასმული დემენციის დიაგნოზი, მასთან განქორწინება სურდა.
„ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რაღაც ისე აღარ იყო, როგორ უწინ. თითქოს ჩვენი ქორწინება ინგრეოდა. ვეღარ ვსაუბრობდით ნორმალურად, ურთიერთობა შეიცვალა… მას გონება ძალიან დაუმძიმდა. ვერ ვხვდებოდი, რის გამო ვბრაზობდი, ძალიან ცუდად ვიყავი და ამით ყველაზე მეტად ვაზარალე საკუთარი თავი, ბრიუსი და ბავშვებიც. მე მასთან განქორწინება მსურდა“, – იხსენებს ჰემინგი.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ემმა ჰემინგი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მან ბრიუსს ცალკე ბინა უქირავა და ახლა ის დამოუკიდებლად, სპეციალურად მოწყობილ სახლში ცხოვრობს, სადაც მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„სახლიდან გააგდო და მიატოვა ავადმყოფობის გამო“ – ემმა ჰემინგი საზოგადოების კრიტიკას პასუხობს


