სუხიშვილების მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი 28 აგვისტოს იუბილარი იყო. სოციალურ ქსელში მხიარული დაბადების დღის უამრავი კადრი გავრცელდა.
დაბადების დღის კადრებში ვიხილეთ მარიამის ემოციური ცეკვა, მეუღლესთან დავით თოფურიასთან, ასევე სუხიშვილების მხიარული პერფორმანსები.
სტუმრებს შორის იყო მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი მეუღლესთან ერთად.
მარიამმა დაბადების დაბადების დღის ულამაზესი ტორტი მეუღლესთან ერთად ჩააქრო. დაბადების დღეს არ ჩაუვლია მარიამისა და თეა დარჩიას ცეკვის გარეშე. დედა-შვილის ულამაზესი ცეკვა ამჯერად გიგი დედალამაზიშვილის სიმღერაზე ვიხილეთ.