LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემოციური ფოტო: ქართველ პარამოფარიკავესთან მუხლებზე დაჩოქილი მონაკოს პრინცესა: “თავმდაბლობის და სულიერების მეტრი”

3330
BeFunky-collage (2)

მონაკოს პრინცესა შარლინ უოტსტოკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში საქველმოქმედო ფონდ „აი იას“ ეგიდით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შარლინ უოტსტოკმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პირველად ჩამოვიდა, ოლიმპიურ სოფელში მდებარე სპორტული კომპლექსი და თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი დაათავლიერა.

ამბის ემოციური ნაწილი სწორედ აქედან იწყება. საქმე ისაა, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტომ, სადაც მონაკოს პრინცესა მუხლზე დაჩოქილია ჩვენს ცნობილ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანთან, დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

“მონაკოს პრინცესა,შარლინ უოტსტოკი, მუხლზე დაჩოქილი ჩვენს ცნობილ,საამაყო პარამოფარიკავე ირმასთან,  არ უნდა ზემოდან დახედვა და მორჩა. თავმდაბლობის და სულიერების მეტრი?თორემ მონაკოს პრინცესაა, არ დაგავიწყდეთ სულმდაბლებს” – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g