„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდობლობას უცხადებს ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას“.
კობახიძის თქმით, „ცენტრი „ემპათია“ ნაციონალურ მოძრაობასთან არის კავშირში და სანდოობა დასკვნის მიმართ არის ნულის ტოლი“.
დაახლოებით 10 წამყვანი დიაგნოზი შეუთავსებელს ხდის პატიმრობას: ცენტრი „ემპათია“
ადვოკატმა სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა
„პირველი, რაც შეეხება თავად ორგანიზაცია ემპათიას ის პირდაპირ არის ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული, რასაც მისი ხელმძღვანელი არასდროს მალავდა. აქედან გამომდინარე, სანდოობა არის ნულის ტოლი, მიკერძოებულია ჩვეულებრივად ეს ორგანიზაცია. მეორე, რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის განთავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. თვითონ ჩამონათვალს რაც შეეხება, ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი არაფერს არ ნიშნავს თავისთავად“, – ამბობს კობახიძე.
