LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ემუქრება თუ არა საქართველოს ტერორიზმის საფრთხე?

126

ტერორისზმის საფრთხე, ამ ეტაპზე, საქართველოს არ ემუქრება, ამის შესახებ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილმა, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუმცა ის აქვე ამბობს, რომ თურქეთში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, უსაფრთხოების გამკაცრება აუცილებელია, ვინაიდან, ზოგადად, ტერორიზმის საფრთხე, მეტნაკლებად, ყველა ქვეყანაშია.

რაც ეხება ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდებს, ბესიკ ალადაშვილი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც სახელმწიფო სპეცსამსახურებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია ტერორისტების გეგმებისა და მათი გადაადგილების მარშრუტების შესახებ.

“სპეცსამსახურებმა უნდა იმუშაონ იმ მიმართულებით, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია ტერორისტების გეგმების შესახებ, ხოლო ასეთი ცნობების მიღება, ბუნებრივია, შეუძლებელი ხდება სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გარეშე. აუცილებელია ქვეყნებს შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა. მისი აზრით, ყველაზე რთული რელიგიურ ტერორიზმთან ბრძოლაა, ვინაიდან აქ საუბარია შაჰიდებსა და თვითმკვლელ ტერორისტებზე” – განაცხადა ბესიკ ალადაშვილმა.

mazda magti 5g