LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენდრიუ გარფილდი სამხედრო კორესპონდენტს განასახიერებს

112

ენდრიუ გარფილდი სამხედრო კორესპონდენტს, კარლოს მავროლეონს განასახიერებს. ახალი პროექტი ბიოგრაფიული იქნება და ის რეალურ ამბავზე იქნება დაფუძნებული:

კარლოსმა ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრა, წარმატება მოიპოვა უოლ-სტრტიტზე და საბოლოოდ სამხედრო კორესპონდენტი გახდა ავღანეთში. ის იყო ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი, რომელმაც პაკისტანი და ალ-ქაიდა ერთმანეთს დააკავშირა. მავროლეონი უცნობ ვითარებაში პაკისტანის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.

ფილმს „შავი ლომი“ ერქმევა და სცენარს მისთვის ალესანდრო კამონი დაწერს. რეჟისორის ვინაობა ამ დროისთვის უცნობია. პროექტის რეჟისორი კი თავად გარფილდი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები