LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენძელა მაჭავარიანი ყრილობაზე ფერადი ქოლგით გამოჩენის რეალურ მიზეზს ამხელს – “28 ლარად გამოვიდა პიარი, რომ დაგუგლოთ ჩემი სახელი და გვარი, ეგრევე ქოლგასთან ერთად გამოჩნდება”

581
ენძელაქოლგა

თქვენი ცნობილი ფერადი ქოლგით საზოგადოებაში ეპატაჟის გამო გამოჩნდით? – ამ კითხვას ენძელა მაჭავარიანი “სიცრუის დეტექტორში” პასუხობს და ფერადი აქსესუარით გამოჩენის რეალურ ამბავს ჰყვება. როგორც ის

“იმ დღეს იყო “ქართული ოცნების” ძალიან მნიშვნელოვანი ყრილობა, ეს იყო პირველი ყრილობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემობრუნდა პოლიტიკაში. ყველას უნდა რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ყრილობაზე მაინც, მეც მივედი სალონში და დავივარცხნე თმა. რომ გამოვდიოდი წვიმა დაიწყო, მივრბუნდი პირველ სართულზე მაღაზიაც იყო და ვთხოვე, რამე ქოლგა მომაწოდეთ, ცოტა დიდი და ძალიან ძვირიც რომ არ იყოსთქო. ქოლგები მაქვს და ერთჯერადად, იმ მომენტში მჭირდებოდა. როდესაც იქ გავშალე, პროფესიონალი ჟურნალისტი ვარ და ზუსტად ვიცოდი, რაღაც მოჰყვებოდა, მაგრამ წვიმაში ხო არ გავივლიდი ასე. თუ ასეთ მნიშვნელობას შეიძენდა, რომ მსოფლიო მოწინავე საიტებიც აჩვენებდნენ, ძალიან ცნობილმა ტელევიზიებმაც კი აჩვენეს, ვინც აშუქებდა. ჩემთვის, სრულიად შემთხვევით იყო ეს ქოლგა. ისე მოხდა, რომ 28 ლარად გამოვიდა პიარი. რომ დაგუგლოთ ჩემი სახელი და გვარი, ეგრევე ქოლგასთან ერთად გამოჩნდება”, – ამბობს ენძელა მაჭავარიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g