LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენგურჰესზე გახსნილ ტურისტულ მარშრუტს ვირტუალური სივრცის ოთახი დაემატება

141
242195207-338662234717806-5407985764424942194-n-2022-02-20-13-35-43-948855

მალე, ვიზიტორებისთვის შესაძლებელი გახდება ვირტუალურად მოინახულონ ენგურჰესის ის მხარე, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს. ახალი პროექტის დეტალებზე bm.ge-ს „ენგური ატრაქციის“ დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა.

ანთიძის თქმით, ენგურჰესზე გახსნილ ტურისტულ მარშრუტს ახალი სივრცე დაემატება, კერძოდ, ვირტუალური სივრცის ოთახი, რომლის პროექტირება უკვე დასრულებულია. თავად პროექტის განხორციელება მარტიდან დაიწყება და ზაფხულის დასაწყისში აუცილებლად გაიხსნება.

„დამთვალიერებელს შეეძლება ვირტუალურად, სპეციალური ეფექტებით მოინახულოს ენგურჰესის ის მხარე, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს“, – ამბობს ანთიძე bm.ge-სთან. ცნობისთვის, პროექტის ღირებულება 250 ათას ლარამდეა.

შეგახსენებთ, ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი 2021 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი გაუძღვება, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება აქვთ, დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულონ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პერიმეტრალური გვირაბისა და კაშხლის ფარების განყოფილება, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ამ საკმაოდ უჩვეულო და შთამბეჭდავი მარშრუტის გავლის შედეგად, ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g